9 იანვარს, კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტმა საკონსულტაციო შეხვედრა გამართა უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან კვლევითი საქმიანობის შიდასაუნივერსიტეტო დაფინანსების შესაძლებლობის შესახებ.
დამსწრე პერსონალმა დეტალური ინფორმაცია მიიღო კვლევითი პროექტების შიდასაუნივერსიტეტო დაფინანსების კონკურსის შესახებ. განხილული იქნა კონკურსში მონაწილეობის წესი და მთავარი პირობები, განცხადებების წარდგენისა და განხილვის პროცედურა. აკადემიურმა პერსონალმა, ასევე მიიღო პრაქტიკული ხასიათის რჩევები და რეკომენდაციები.
შეხვედრა გაიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში; დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე მიეღო პასუხი.
შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების კონკურსი კვლევითი აქტივობებისთვის ამჟამად ღიაა და მიმდინარეობს განცხადებების მიღება. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.
