„ევროპული სწავლების სამკუთხედი“ (TEESS) - ექსპერტთა შეხვედრა

29 ნოემბერი 2019

 

                                                             

 

2019 წლის 26 ნოემბერს სამუშაო შეხვედრის ფარგლებში „ევროპული სწავლების სამკუთხედი“ (TEESS) პროექტის კოორდინატორმა ისტორიის დოქტორმა, გურანდა ჭელიძემ და ექსპერტებმა - სამართლის დოქტორმა, ეკატერინე ქარდავამ და ისტორიის დოქტორმა, ზურაბ ბრაგვაძემ, განიხილეს 18 - 19 ნოემბერს ბრიუსელში ევროკომისიის განათლების, აუდიოვიზიალური და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) მიერ ორგანიზებული ჟან მონე 2019 პროექტების კოორდინატორთა შეხვედრის, ასევე 19 ნოემბერს ჟან მონეს პროგრამების საიუბილეო 30 წლის აღსანიშნავად გამართული კონფერენციის „ევროპული კვლევები ციფრულ ეპოქაში“ შედეგები.

 

გურანდა ჭელიძემ ექსპერტებს გააცნო 2019 წლის ჟან მონეს პროგრამების კონკურსის მოკლე ანალიზი, პროექტის მენეჯმენტთან დაკავშირებული საკითხები, სამომავლო თანამშრომლობის და Jean Monnet Community Network გაწევრიანების შესაძლებლობები. ასევე ისაუბრეს ევროპის სწავლებაში ციფრული ტექნოლოგიების, ჟან მონეს პროექტების ციფრული კვლევების სფეროს, ზოგადად, ევროკომისიის ციფრული განათლების სამოქმედო გეგმის შესახებ.

 

აღნიშნულ საკითხებთან ერთად მათ განიხილეს მიმდინარე საორგანიზაციო საკითხები ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებსა და ლტოლვილთა საჯარო სკოლებში ევროინტეგრაციის სწავლების შესახებ ტრენინგ მოდულის მომზადებისა და მისი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმების შესახებ.