New Economic Talent 2020

23 მარტი 2020

გაცნობებთ, რომ ეკონომიკური კვლევისა და განათლების ცენტრი - ეკონომიკის ინსტიტუტი, ჩეხეთი, პრაღა (The Center for Economic Research and Graduate Education – Economics Institute) აცხადებს კონკურსს საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისათვის.

 

კონკურსი მათთვისაა ვინც დაინტერესებულია თანამედროვე ეკონომიკითა და მისი გამოწვევებით. 

 

კონკურსი რამდენიმე ეტაპს მოიცავს:

 

პირველ ეტაპზე სტუდენტი აგზავნის დასრულებულ ნაშრომს (50- ზე მეტი გვერდი) და აბსტრაქტს (1 გვერდი).

 

შერჩეული კანდიდატები კი თავიანთ ნაშრომებს წარადგენენ ეკონომიკის ინსტიტუტში (ჩეხეთი,პრაღა), სადაც გამოვლინდება გამარჯვებული.

  

ნაშრომის თემატიკა შეიძლება იყოს: 

 

  • მიკროეკონომიკა
  • მაკროეკონომიკა
  • გამოყენებითი ეკონომიკა
  • ფინანსები

 

ნაშრომის შეფასება მოხდება შემდეგი კრიტერიუმებით:

 

  • ორიგინალურობა
  • ანალიტიკურობა
  • აკადემიური სიცხადე

 

გამარჯვებულს გადაეცემა პრიზი- 2000$ (დოლარი) ოდენობით.

 

ნაშრომის გაგზვანა უნდა მოხდეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე -  talent@cerge-ei.cz)

 

ნაშრომის გაგზავნის ბოლო ვადა: 30 აპრილი, 2020

 

დამატებითი ინფორმაციისათვის,გთხოვთ, ეწვიოთ ,ორგანიზაციის ოფიციალურ  ვებ-გვერდს.

 

გისურვებთ წარმატებას!