ანონსების სვეტი

21
ნოე
პრაქტიკული სემინარი აბიტურიენტებისთვის „სამართლებრივი აზროვნება და არგუმენტირებული წერა“

21 ნოემბერს, 15:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის სასამართლო დარბაზში (C23) გაიმართება პრაქტიკული სემინარი სამართლის შესწავლით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის თემაზე „სამართლებრივი აზროვნება და არგუმენტირებული წერა“.

18
ნოე
ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა

Startupbootcamp ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო აქსელერატორია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ადრეული ეტაპის სტარტაპებს განვითარებაში, ბიზნესის ზრდასა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლაში ეხმარება.

19
ნოე
გაცნობითი ტური - ხელოვნებათმცოდნეობის პროგრამა

19 ნოემბერს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეობის პროგრამით დაინტერესებული პირებისა და აბიტურიენტებისთვის გაიმართება გაცნობითი ტური, რომელიც ერთგვარი მოგზაურობაა დროსა და სივრცეში, ისტორიული სემინარიიდან - თანამედროვე საგანმანათლებლო ცენტრამდე.

12
ნოე
საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის

12 ნოემბერს, 14:00 საათზე, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა CU კამპუსში.

20
ნოე
საერთაშორისო კონფერენცია-„ბავშვის უფლებები დემოკრატიულ საზოგადოებაში - გამოწვევები და პერსპექტივები“

20 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრი, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, გეგმავს მეოთხე საერთაშორისო კონფერენციას თემაზე - „ბავშვის უფლებები დემოკრატიულ საზოგადოებაში - გამოწვევები და პერსპექტივები“.

25
ნოე
წიგნის პრეზენტაცია - “ირანი - გონების იმპერია”

25 ნოემბერს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება წიგნის პრეზენტაცია - “ირანი - გონების იმპერია”.