კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი დედოფლისწყაროს სასწავლო ცენტრ "სპექტრში"

17 ოქტომბერი 2020

16 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია და უნივერსიტეტის წარმომადგენლები დედოფლისწყაროში, სასწავლო ცენტრის „სპექტრი“ აბიტურიენტებს შეხვდნენ.

 

შეხვედრაზე აუდიტორიამ მოისმინა ინფორმაცია კავკასიის უნივერსიტეტის შესახებ.

 

აბიტურიენტებმა ინფორმაცია მიიღეს მათთვის საინტერესო საკითხებზე და დასვეს კითხვები საბაკალავრო პროგრამებთან დაკავშირებით.

 

სტუმრებს სასწავლო ცენტრის „სპექტრი" დამფუძნებელმა ნუნუ ცაკაშვილმა უმასპინძლა.