ურთიერთთანამშრომლობის მემორმანდუმი სიჩუანის ტურიზმის უნივერსიტეტთან

9 იანვარი 2020
9 იანვარს, კავკასიის უნივერსიტეტმა, ჩინეთის სიჩუანის ტურიზმის უნივერსიტეტთან (Sichuan Tourism University) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
 
ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და სიჩუანის ტურიზმის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ბაი ძიემ.
 
შეთანხმების მიზანია, გაცვლითი პროგრამების განხორციელება სტუდენტებისა და ლექტორებისთვის, რომელიც მათ საშუალებას მისცემს სასწავლო სემესტრი ჩინეთის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში გაატარონ. 
 
ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან კახა შენგელიასთან, ვიცე- პრეზიდენტთან სასწავლო დარგში ნუგზარ სხირტლაძესთან, ტურიზმის სკოლის დეკანთან ნინო კალანდაძესთან და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორთან ირენა მელუასთან. 
 
შეხვედრის მსვლელობისას მხარეები შეთანხმდნენ ორმაგი ხარისხის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ჩამოყალიბებაზე ტურიზმის მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2021 წლის შემოდგომის სემესტრიდან ჩინელი სტუდენტები კავკასიის უნივერსიტეტში განაგრძობენ სწავლას სამაგისტრო პროგრამაზე.