ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ბერგჰოფის ფონდთან

7 თებერვალი 2020
5 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტმა ბერგჰოფის ფონდთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ბერგჰოფის ფონდი გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც წლებია მუშაობს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური საშვიდობო დიალოგის მიმართულებით.
 
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და ბერგჰოფის ფონდის კავკასიური პროგრამის დირექტორმა ოლივერ ვოლემ.
 
მემორანდუმი ითვალისწინებს ფონდის წარმომადგენლების თანამშრომლობას საქართველოში არსებული ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების თემატიკით დაინტერესებული სტუდენტების ცოდნის, კრიტიკული აზროვნების ამაღლებას. შეუქმნან მათ შესაბამისი სასწავლო-სადისკუსიო სივრცე, რომელიც დაეხმარებათ მათ ისწავლონ და განავითარონ თავიანთი ცოდნა და უნარ-ჩვევები აღნიშნულ საკითხებში.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ პროექტის ადგილობრივი კოორდინატორები, მიხეილ ჯახუა და მარიამ ცხოვრებაშვილი.