"პირადი განვითარების კვირეული" გრენობლში

6 თებერვალი 2020

3-7 თებერვალს, გრენობლში მიმდინარეობს "პირადი განვითარების კვირეული" (Personal Development Week), რომელშიც მონაწილეობას იღებენ კავკასიის ბიზნესის სკოლისა და გრენობლის საერთო სამაგისტრო პროგრამის მე-12 მიღების სტუდენტები.

 

კვირეულის მიზანია გრენობლის მენეჯმენტის სკოლის სხვადასხვა კამპუსის სტუდენტებს შორის ნეთვორქინგის გაზრდა და კარიერული ზრდის ხელშეწყობა. კვირეულის ფარგლებში იმართება შეხვედრები სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებთან. ასევე, ჩატარდა ვორკშოპები თემებზე: ეფექტური ნეთვორქინგი, პრეზენტაციის უნარები, ბიზნეს გეგმის განვითარება.