გრენობლის თბილისის კემპუსის MBA პროგრამა Financial Times-ის რეიტინგში

21 ოქტომბერი 2016
Financial Times-მა მსოფლიოს Executive MBA პროგრამების 2016 წლის მონაცემები გამოაქვეყნა. ბოლო მონაცემების მიხედვით გრენობლის თბილისის კემპუსის პროგრამა  მსოფლიოს Executive MBA პროგრამებს შორის დასახელდა; პროგრამა 67-ე ადგილს იკავებს და მსოფლიოში ცნობილ MBA პროგრამებს შორისაა. 
 
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევაა როდესაც FT-ის რეიტინგში საქართველო ხვდება. თბილისის კემპუსის პროგრამის პოზიცია უმაღლესია, რაც კი გრენობლის სხვა კემპუსებს მოუპოვებიათ აქამდე, რაც მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში ბიზნესს მაღალ დონეზე ასწავლიან.
 
კავკასიის ბიზნესის სკოლასა და გრენობლის ბიზნესის სკოლას 10 წლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. კავკასიის ბიზნესის სკოლა არის გრენობლის ბიზნესის სკოლის ფილიალი (Off-site campus) რეგიონის მაშტაბით. ორმაგი ხარისხის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა არის გრენობლის ბიზნესის უმაღლესი სკოლისა და კავკასიის ბიზნესის სკოლის ერთობლივი პროგრამა, რომელიც საბოლოოდ გასცემს ორმაგ ხარისხს. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტს მიენიჭება ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი გრენობლის ბიზნესის სკოლის მიერ და საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების ხარისხი მმართველთათვის გაიცემა კავკასიის ბიზნესის სკოლის მიერ.

შეგახსენებთ, რომ ამ თანამშრომლობის შედეგად პროგრამა უკვე ითვლის 9 მიღებას. პროგრამის კურსდამთავრებულები არიან მაღალი რგოლის მენეჯერები; კურსდამთავრებულები იკავებენ პოზიციებს არასამთავრობო და პროფესიულ ასოციაციებში და საჯარო სექტორებში.