ევროპული სწავლების სამართლებრივი განზომილება საქართველოში კონფერენცია კავკასიის უნივერსიტეტი “LFEU” 17 მაისი, 2022

2 ივნისი 2022

                 

 

       ევროპული სწავლების სამართლებრივი განზომილება საქართველოში

         Legal Dimension of the EU     studies კონფერენცია

            Conference კავკასიის უნივერსიტეტი

            Caucasus University Jean Monnet Project “LFEU” 

        17 მაისი, 2022

 

 

კავკასიის უნივერსიტეტში, ჟან მონეს პროექტის „ევროკავშირის სამართლებრივი სახე“ (LFEU) ფარგლებში, ჩატარდა კონფერენცია - „ევროპული სწავლების სამართლებრივი განზომილება საქართველოში“.

 

კონფერენციის მიზანი იყო ევროპული სწავლების სამართლის პროგრამებში ინტეგრირების, გაძლიერების ხელშეწყობა და აღნიშნული თემის განათლების პოლიტიკის რანგში განხილვა.

 

კონფერენცია გახსნა და აუდიტორიას სიტყვით მიესალმა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია და სამართლის სკოლის დეკანი სოფიო შენგელია.

 

კონფერენციაზე სპიკერები იყვნენ: ნინო წერეთელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი; ლაშა მარგიშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე;

 

კონფერენციაზე მოხსენება გააკეთეს ესტონელმა, უკრაინელმა და ქართველმა პროფესორებმა (სამართლის სფეროში).

 

კონფერენციაზე მოდერატორობას ახორციელებდნენ კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორები ეკატერინე ქარდავა და გურანდა ჭელიძე.

 

 

კონფერენციის დღის წესრიგი

ესტონელი პროფესორის სტატია

უკრაინელი პროფესორის სტატია

ლაშა მარგიშვილის პრეზენტაცია