„ევროპული სწავლების სამკუთხედი“ (TEESS) - შეხვედრა სტუდენტებთან

19 მარტი 2021
 

                           

 

 

                                                                    

 

18 მარტს, Erasmus+ ჟან მონეს პროექტის „ევროპული სწავლების სამკუთხედი“  (TEESS) პროექტის ფარგლებში ჩატარდა ერთდღიანი შეხვედრა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო სკოლის სტუდენტებთან, კურსდამთავრებულებთან, პროფესორებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან.

 

შეხვედრაზე სკოლის დეკანმა ისაუბრა პროექტის განხორციელების შესახებ. პროექტის ექსპერტებმა სტუდენტებთან ერთად შეაჯამეს პროექტის განხორციელების პირველ სტადიაზე გაწეული მუშაობა, ისაუბრეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ჩატარებული შეხვედრების პოზიტიურ მხარეებზე, გამოკვეთეს პრობლემები, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებსა და დევნილებში.

 

სტუდენტებისათვის მოეწყო პროექტის ფარგლებში მომზადებული დამხმარე სახელმძღვანელოს პრეზენტაცია. სახელმძღვანელოს ავტორებმა  წარმოადგინეს მასში განხილული საკითხები; აღნიშნეს, რომ დღეს ასე ერთად თავმოყრილი მასალის თვალსაზრისით, საქართველოს ევროპასთან ასოცირების საკითხების შესწავლის კონტექსტში წიგნი ინოვაციურია. ის დახმარებას გაუწევს არა მარტო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს, არამედ სტუდენტებსაც სამომავლოდ ასეთ საკითხებზე მუშაობის პროცესში.

 

სტუდენტებთან ერთად, განვიხილეთ მოსწავლეთა ესეების კონკურსში ნაშრომების შერჩევის საკითხი.  პროექტის ექპერტების გარდა, კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენაში ჩართულები იქნებიან სტუდენტებიც, შემუშავდა „ევროპის დღის“ აღმნიშვნელი ღონისძიებების გეგმა.