ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპული მენეჯმენტის განვითარების ასოციაციის (CEEMAN) ქეისების წერის კონკურსი

1 მარტი 2022

გაცნობებთ, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპული მენეჯმენტის განვითარების ასოციაცია (CEEMAN), Emerald Publishing-თან თანამშრომლობით, აცხადებს განაცხადების მიღებას Case Writing Competition-სთვის.

 

კონკურსის მიზანია წაახალისოს დინამიური და განვითარებადი ეკონომიკის რეალობისთვის შესაბამისი, მაღალი ხარისხის სასწავლო ქეისების რესურსების შემუშავება და ამავე დროს, ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნებში ქეისების წერის შესაძლებლობების განვითარებას.

 

განაცხადის წარდგენის კრიტერიუმები:

 

  • ქეისი უნდა იყოს ფოკუსირებული განვითარებად ბაზრებზე (ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპა, ლათინური ამერიკა, აფრიკა, აზია, ოკეანეთი და ახლო აღმოსავლეთი);
  • თითოეული ქეისი უნდა იყოს სასწავლო (Teaching Cases) და უნდა ეყრდნობოდეს რეალურ კომპანიაში არსებულ, რეალურ ვითარებაზე დაფუძნებულ შემთხვევას;
  • სააპლიკაციო პროცესში აუცილებელია გამოქვეყნებაზე თანხმობის ფორმის ატვირთვა, რომელიც ხელმოწერილი იქნება იმ კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ, რომელსაც უკავშირდება ქეისი.

 

CEEMAN/Emerald ჯილდოს ჯამური საპრიზო ფონდი შეადგენს 10,000 ევროს. ჯილდოები გადაეცემათ მთავარ გამარჯვებულს, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მონაწილეებს. დამატებითი ინფორმაცია პრიზებისა და კრიტერიუმების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.

 

ვებინარი კონკურსის შესახებ: ხუთშაბათი, 2022 წლის 24 მარტი

აპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 17 აპრილი

გამარჯვებულთა გამოცხადება: 2022 წლის ივნისი

 

დაჯილდოების ცერემონია: გამარჯვებულები გამოვლინდებიან CEEMAN-ის ყოველწლიურ შეხვედრაზე, CEEMAN-ის ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში, რომელიც გაიმართება 2022 წლის 21-23 სექტემბერს ქალაქ ბლედში, სლოვენია.

 

განაცხადები უნდა წარადგინოთ შემდეგ ბმულზე. განაცხადის წარდგენამდე საჭიროა რეგისტრაციის გავლა.

 

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ CEEMAN-ის პროექტის მენეჯერს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: tjasa.cankar@ceeman.org

 

გისურვებთ წარმატებას!