კარლსხოხშულეს საერთაშორისო უნივერსიტეტის (Karlshochschule International University) გაცვლითი პროგრამა, 2022 გაზაფხულის სემესტრი

11 ნოემბერი 2021

გაცნობებთ, რომ კარლსხოხშულეს საერთაშორისო უნივერსიტეტი, გერმანია (Karlshochschule International University, Germany), კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის, ეკონომიკისა და სახელმწიფო მართვის სკოლის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის აცხადებს მიღებას ერთ სემესტრიან  გაცვლით პროგრამაზე 2022 გაზაფხულის სემესტრისთვის.

 

აღსანიშნავია, რომ კარლსხოხშულეს საერთაშორისო უნივერსიტეტი, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის (Bilateral Exchange Program) ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის ახალი სტრატეგიული პარტნიორია გერმანიაში.

 

გაცვლითი სემესტრის  ფარგლებში, კარლსხოხშულეს საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ყოველთვიურ სტიპენდიას 762 ევროს ოდენობით. აღნიშნული სტიპენდია განკუთვნილია  საცხოვრებლის, კვებისა  და შიდა ტრანსპორტირების  ხარჯების დასაფარად.

 

კარლსხოხშულეს საერთაშორისო უნივერსიტეტი არ ფარავს მგზავრობის, ვიზის მოსაკრებლის, დაზღვევისა და სხვა გაუთვალისწინებელ ხარჯებს.

 

კარლსხოხშულეს უნივერსიტეტის 2022 გაზაფხულის სემესტრის ოფიციალური თარიღებია: 28 თებერვალი-  24 ივნისი. ფინალური გამოცდები იწყება ივნისში და სრულდება ივლისის შუა რიცხვებისთვის.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კავკასიის უნივერსიტეტის აქტიურმა  სტუდენტებმა,  შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ  ინგლისურ ენაზე:

 

  • საერთაშორისო პასპორტის ასლი
  • EUROPASS CV
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS – 6.0; TOEFL- 78)
  • ნიშნების ფურცელი;
  • 1 სამოტივაციო წერილი;
  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან (დეკანი, პროგრამების დირექტორი, პროფესიული საგნის ლექტორი)

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, განაცხადი უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2021 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ir@cu.edu.ge  

 

შერჩევის პროცედურა:

 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
  • შერჩეული კანდიდატის შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისთვის;
  • სტუდენტის საბოლო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ;

 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25.