სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა გამოაცხადა სასტიპენდიო კონკურსი უნგრეთში “Stipendium Hungaricum 2022-2023’’ საქართველოს მოქალაქეებისთვის.
კონკურსით დაინტერესებულმა მოქალაქეებმა ელექტრონული განაცხადები უნდა წარმოადგინონ შემდეგ ვადებში:
- ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებგვერდზე - 15 იანვარი, 2022, უნგრეთის დროით 23:59 საათამდე, ადგილობრივი/თბილისის დროით 16 იანვრის 02:59 საათამდე.
- სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე - 15 იანვარი, 2022უნგრეთის დროით 23:59 საათამდე, ადგილობრივი/თბილისის დროით 16 იანვრის 02:59 საათამდე.
ელექტრონული განაცხადი სრულყოფილად უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის, ასევე სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე.
კონკურსთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ვადები და ეტაპები დეტალურად განთავსებულია: https://stipendiumhungaricum.hu/apply/
დაფინანსება მოიცავს ყოველთვიურ სტიპენდიას, სამედიცინო დაზღვევისა და საცხოვრებელ ხარჯებს სწავლის სრული კურსის დამთავრებამდე.