ალკალას უნივერისტეტის დელეგაციის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

3 მარტი 2022

2 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტმა ალკალას უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის საპატიო პროფესორს, მიგელ კამბას,  მარკეტინგის პროფესორს, ბლანკა გარსიასა და ალკალას უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის, ერაზმუს+ პროგრამის კოორდინატორს, იოლანდა გარსონს უმასპინძლა.


ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე მხარეებმა არსებული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს, კერძოდ შეთანხმდნენ კავკასიის უნივერსიტეტის სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის გაცვლითი კვლევითი პროგრამის განხორციელებაზე, აგრეთვე დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის ესპანეთის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში პრაქტიკის გავლის შესაძლებლობებზე.  

 

აღსანიშნავია, რომ ალკალას უნივერსიტეტი ერაზმუს+ ის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის (International Credit Mobility –ICM)პროგრამის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორია 2018 წლიდან. თანამშრომლობა მიზნად ისახავს უნივერსიტეტებს შორის სტუდენტებისა და ადმინისტრაციულ/აკადემიური პერსონალის მობილობას.