WICMI-ის სასერტიფიკატო პროგრამის - „გააზიარე ცოდნა, გააზიარე გამოცდილება“ - პირველი ლექცია ჩატარდა

11 იანვარი

24 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის სტუდენტებისთვის WICMI-ის სასერტიფიკატო პროგრამის - „გააზიარე ცოდნა, გააზიარე გამოცდილება“ - პირველი ონლაინ ლექცია ჩატარდა.

 

ლექცია წაიკითხა დოქტორმა ნიკოლას დიმიტრიადისმა თემაზე - „კეთილდღეობა სამსახურში: როგორ აუმჯობესებს ნეირომეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი თანამშრომლის ემოციურ მდგომარეობას“.

 

ნიკოლას დიმიტრიადისი არის ნეირომარკეტერი, კომუნიკაციების პროფესორი, “ნეირომეცნიერება ლიდერობისთვის“ წიგნის ავტორი, ლუბლიანას უნივერსიტეტის პროფესორი, Optimal HR Group -ის ნეირო ქონსალთინგის ჯგუფის ხელმძღვანელი ათენში, TEDx -სპიკერი. აქვს მუშაობის გამოცდილება მსოფლიო მასშტაბით შემდეგ კომპანიებთან: IKEA, IBM, JTI, Nestle, Johnson&Johnson, AstraZeneca, CISCO,SAP, PierreFabre, CocaCola, T-Mobile, Dixons, Banca Intesa Sanpaolo, Societe Generale, Unicredit, Microsoft, VMware, Raiffeisen Bank, SAP, DELL, ა.შ.

 

სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში  ჩანიშნულია კიდევ 4 ონლაინ ლექცია. სტუდენტებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ხუთივე ლექციაში, გადაეცემათ „გააზიარე ცოდნა, გააზიარე გამოცდილება“ პროგრამაში მონაწილეობის სერტიფიკატი აკადემიური წლის ბოლოს.

 

შემდგომი თვეების ლექციების განრიგი:

ლექცია II - 21 მარტი, 14.00 საათი

ლექცია III- 18 აპრილი, 11.00 საათი

ლექცია IV- 23 მაისი, 11.00 საათი

ლექცია V- 13 ივნისი, 11.00 საათი