ეთერ თათარაიძე
ჯილდო - "ქართული ენის ქომაგი"
ჯილდო „ქართული ენის ქომაგი“ 2023 წელს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ, ცნობილ ქართველ პოეტსა და ფოლკლორისტს, პროფესორ ეთერ თათარაიძეს გადასცა.
ყოველწლიური ნომინაცია „ქართული ენის ქომაგი“ კავკასიის უნივერსიტეტმა დააარსა განსაკუთრებული წვლილისა და გამორჩეული იდეების განხორციელებისათვის ცნობილი ქართველოლოგებისა თუ ქართული ენის პოპულარიზაციის ხელშემწყობი პირებისათვის.
სპეციალურად შექმნილი კომისია იღებს გადაწყვეტილებას ქართველოლოგიური კვლევების მიმართულებით მოღვაწე მკვლევრის, გამორჩეული იდეის, ავტორისა თუ მნიშვნელოვანი პროექტების განმახორციელებელი ქართველოლოგის დაჯილდოების შესახებ. ჯილდოს - „ქართული ენის ქომაგი“ - ყოველწლიური ხასიათი აქვს და გადაეცემა როგორც ქართველ, ისე უცხოელ მეცნიერებს. კავკასიის უნივერსიტეტის მისიის ნაწილია მიზნობრივი პოლიტიკის გატარება სახელმწიფო ენის სათანადო ფუნქციონირებისა და ქართველოლოგიური კვლევების მხარდაჭერის მიმართულებით.
ყოველწლიური ჯილდო კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორ მარიამ მანჯგალაძის ინიციატივითა და კავკასიის უნივერსიტეტის მხარდაჭერით დაწესდა.