მზექალა შანიძე

ჯილდო - "ქართული ენის ქომაგი"



კავკასიის უნივერსიტეტმა დაარსა ყოველწლიური ნომინაცია „ქართული ენის ქომაგი“ განსაკუთრებული წვლილისა და გამორჩეული იდეების განხორციელებისათვის ცნობილი ქართველოლოგებისა თუ ქართული ენის პოპულარიზაციის ხელშემწყობი პირებისათვის. 

 

სპეციალურად შექმნილი კომისია იღებს გადაწყვეტილებას ქართველოლოგიური კვლევების მიმართულებით მოღვაწე მკვლევრის, გამორჩეული იდეის, ავტორისა თუ მნიშვნელოვანი პროექტების განმხორციელებული ქართველოლოგის დაჯილდოების შესახებ. ჯილდო „ქართული ენის ქომაგი“ გადაეცემა როგორც ქართველ, ისე უცხოელ მეცნიერებს. კავკასიის უნივერსიტეტის მისიის ნაწილია მიზნობრივი პოლიტიკის გაატარება სახელმწიფო ენის სათანადო ფუნქციონირებისა და ქართველოლოგიური კვლევების მხარდაჭერის მიმართულებით.

 

ჯილდო „ქართული ენის ქომაგი“ წელს პირველად კავკსიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ, აკადემიკოს მზექალა შანიძეს გადასცა. ჯილდოს ყოველწლიური ხასიათი ექნება და კომისიის მიერ წინასწარ დამტკიცებული კრიტერიუმების მიხედვით შერჩეულ კანდიდატს უნივერსიტეტის პრეზიდენტისგან სპეციალური პრიზი გადაეცემა.

 

ყოველწლიური ჯილდო კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორ მარიამ მანჯგალაძის ინიციატივითა და კავკასიის უნივერსიტეტის მხარდაჭერით დაწესდა.