CU-ის კურსდამთავრებული CUnicorn-ის ერთ-ერთი მხარდამჭერია

7 ოქტომბერი 2024

23 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn-ის დასკვნითი ღონისძიება - დემო დღე (მესამე ნაკადი/Batch 3), რომლის ფარგლებშიც პროგრამის მონაწილე სტარტაპებმა წარადგინეს საკუთარი იდეების პრეზენტაცია ინდუსტრიის ექსპერტების, ინვესტორების, პოტენციური პარტნიორების და სტუმრების წინაშე.

 

აღნიშნული ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერი კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, კომპანია Oto Motors-ის აღმასრულებელი დირექტორი და ანტრეპრენერი, ილია ხურცილავა იყო.  მან, ჟიურის სხვა წევრებთან ერთად, პრიზი გადასცა გამარჯვებულ სტარტაპს, BioNova-ს.