23 დეკემბერს, CU-ის კურსდამთავრებულთა სამსახურის ხელმძღვანელობით კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა და ადმინისტრაციულ თანამშრომელთა შვილებისთვის წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა "ნიჭიერთა ათწლედის" მოსწავლეებმა შეასრულეს სხვადასხვა ნაწარმოებები. თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრმა კი წარმოადგინა ოპერა-სპექტაკლი "კონკია", რომელიც როსინის მიერ ადაპტირებულია ოპერისთვის. სპექტაკლს თან ახლავს 1981 წლის ლასკალას ჩანაწერი. დამდგმელი მხატვარი და რეჟისორია ვახტანგ ქორიძე; მუსიკალური იდეა და ადაპტირება - გური ზაქარეიშვილი.
ღონისძიების სპონსორი კომპანიები იყვნენ: Coca Cola და სნოს წყალი.