შეხვედრა თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან

13 ოქტომბერი 2023

12 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტში,თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრას უძღვებოდა თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი, კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, გიორგი კობიაშვილი, ასევე, მონაწილეობა მიიღო ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის მთავარმა ექიმმა-ვეტერინარმა გიორგი სადათერაშვილი.

 

შეხვედრაზე განიხილეს საკანონმდებლო საკითხები, ასევე თავშესაფრის ფუნქცია და არსებული გამოწვევები, თუ რა არსებული საკანონმდებლო ბაზა და ინიციატივები არსებობს ცხოველების დაცვის მხრივ და რა სამომავლო გეგმებია ან და ინფრასტრუქტურა არსებობს, რომ ცხოველთა ყოფა იყოს უსაფრთხო.

 

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.