18 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - როგორ გავიაროთ წარმატებით ინტერვიუ/გასაუბრება, ლექციას კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატი, გრონინგენის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მაგისტრის - გიორგი კვირიკაშვილი - წარუძღვა.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, განხილული იყო ისეთი თემები, როგორიცაა: ეფექტიანი ინტერვიუს კომპონენტები, გასაუბრებაზე ქცევის სტილი და კანდიდატის საუკეთესო მხრიდან წარმოსაჩენად აუცილებელი ასპექტები.