კავკასიის უნივერსიტეტის ჟან მონეს წამყვანი ცენტრის კვლევითი სტატიების კრებული

26 დეკემბერი 2024

კავკასიის უნივერსიტეტის ჟან მონეს წამყვანმა ცენტრმა ევროკავშირის კანონმდებლობის ტრანსპოზიციისთვის (EUPOLTRANS)  გამოაქვეყნა კვლევითი სტატიების კრებული ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მიმართულებებზე, რომლებიც გაფართოების პროცესისთვისაც მნიშვნელოვან პოლიტიკის სფეროებს წარმოადგენენ.

 

კვლევითი სტატიები ეხება შვიდი პოლიტიკის სფეროს:  ინსტიტუციური ურთიერთობები ევროკავშირსა და საქართველოს შორის; საჯარო მმართველობა;  ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა; შრომის სამართალი;  გარემოს დაცვა; მომხმარებელთა უფლებები და კონკურენციის პოლიტიკა.

 

სტატიათა კრებული ეყრდნობა ცენტრის სამ წლიან საქმიანობას  ევროკავშირის სწავლების, კვლევისა და ევროკავშირზე საზოგადოებრივი დისკუსის ხელშეწყობის მიმართულებით. კვლევების გამოქვეყნებას წინ უძღოდა ცენტრის ჩატარებული ტრენინგები (2022-2024), ექსპერტული ინტერვიუები (2023 წელი), სადისკუსიო ბრიფები (2023 წ.) და პოლიტიკის დიალოგი სფეროს მოწინავე ექსპერტებთან (2022-2023 წ.).

 

ცენტრის კვლევის მიმართულების მიზნებად დასახული იყო:  ა)  უნივერსიტეტის კვლევითი პროდუქტიულობის ზრდა; ბ) დაინტერესებული საზოგადოებისთვის აკადემიური, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ანალიზის ხელმისაწვდომობა; გ) ევროკავშირის ღირებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლება და აქტიური მოქალაქეობისა დემოკრატიული მონაწილეობის ხელშეწყობა ევროინტეგრაციის პროცესში.

 

კვლევები სიღრმისეულად მიმოიხილავს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებს პოლიტიკის შვიდ სფეროში, აფასებს გაწეულ პროგრესს, დანაკლისსა და გასაუმჯობესებელ მხარეებს. კვლევები არის მრავალმხრივი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და უზრუნველყოფს ფართო საზოგადოების ინფორმირებას ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შესახებ და ასევე ქმნის ბაზას მომავალი აკადემიური კვლევებისთვის.

 

პუბლიკაციას გაეცანით აქ: ნაწილი I და  ნაწილი II.