ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე - საჯარო ლექცია და ფილმის ჩვენება კავკასიის უნივერსიტეტში

11 ოქტომბერი 2022

 

10 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში - „ლიბრარეა“ - ფსიქიკური ჯანმრთელობის დღესთან დაკავშირებით, საჯარო ლექცია და ფილმის ჩვენება გაიმართა. 

 

ლექცია თემაზე - „ფსიქიკური ჯანმრთელობის აქტუალურობა და გამოწვევებიწაიკითხა ლიცენზირებულმა ექიმმა-ფსიქიატრმა - ქეთი სილაგაძემ, რომელსაც რეზიდენტურის პარალელურად სამუშაო გამოცდილება მიღებული აქვს გერმანიის ქალაქ მიუნსტერის ფსიქიატრიისა და ფსიქოთერაპიის ცენტრალურ კლინიკაში. 2013 წლიდან კი მუშაობს ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტში, ნეიროფსიქიატრიის განხრით

 

ლექციაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში; ფსიქიკური პრობლემების დროული იდენტიფიკაცია და ასევე ის სირთულეები, რაც ამ პროცესში გვხვდება; სტიგმა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში და თითოეული ჩვენგანის როლი მასთან ბრძოლაში. ლექცია წარიმართა არაფორმალურ გარემოში, კითხვა-პასუხის რეჟიმში

 

საჯარო ლექციის შემდეგ, სტუდენტებისთვის ასევე გაიმართა ფილმის ჩვენება, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის „ახალგაზრდა ფსიქოლოგთა კლუბის“ მიერ იყო ორგანიზებული. ნაჩვენები იქნა ფილმი სტენფორდის ციხის ცნობილი ექსპერიმენტის შესახებ. ფილმის შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია, რომელსაც მოდერატორობა გაუწია კლინიკური ფსიქოლოგიის პროგრამის მაგისტრანტმა ლაშა კოკაურმა.

 

ღონისძიებები მიზნად ისახავდა სტუდენტებში ცნობიერების ამაღლებას ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობის შესახებ.

 

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს კავკასიის უნივერსიტეტი აღნიშნავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ CBHE ინსტიტუციური განვითარების პროექტისფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (E-PSY)" ფარგლებში. პროექტის მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის კავკასიის უნივერსიტეტში, სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების ჩამოყალიბება და ყურადღების გამახვილება სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის მნიშვნელობაზე.