პროექტის „გასტრონომიული ცოდნის ბანაკის“ დასკვნითი ღონისძიება

8 ნოემბერი 2022

7 ნოემბერს,  კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში „ლიბრარეა“, პროექტის - „გასტრონომიული ცოდნის ბანაკის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

 

„გასტრონომიული ცოდნის ბანაკის“ ფარგლებში, პროექტის პირველ ნაკადში შერჩეულმა საუკეთესო შეფ-მზარეულებმა, 1-დან 4 ნოემბრის ჩათვლით, მეორე მიღების მონაწილეებისთვის ტრენინგები ჩაატარებს ორი მიმართულებით:

 

  • გასტრონომიული ტრენდები და ავანგარდის ტექნიკა რომელსაც წარუძღვნენ შეფები სოსო ჯაბანაშვილი და ირაკლი თოდაძე;
  • კრეატიულობა და სერვირება - ანა იშხანოვა და ალექსანდრე ბაინდურაშვილი.

 

ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს გადაეცათ „გასტრონომიული ცოდნის ბანაკში“ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები. ასევე, შეხვედრისას შეფებმა და მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს პროექტის მსვლელობისას მიღებული შთაბეჭდილებები და ის შედეგები, რომელიც ტრენინგებმა მათ მისცა.

 

დასკვნით ღონისძიებას წარუძღვნენ კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის გაყიდვების მენეჯერი მაია მუშკუდიანი და საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის ბორდის თავმჯდომარე - თამრიკო სიხარულიძე.

 

აღნიშნულ ტრენინგებს კავკასიის უნივერსიტეტი USAID-ის პროგრამასთან - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ - თანამშრომლობის ფარგლებში, ბასკეთის კულინარიის ცენტრისა და გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობით ახორციელებდა. ტრენინგების მასპინძელი იყო საკონდიტრო სკოლა „თამთინი“.

 

აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტს ბასკეთის კულინარიის ცენტრთან აქვს  სტრატეგიული ურთიერთთანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც 2024 წელს, კახეთში, კერძოდ გურჯაანში, კავკასიის გასტრონომიის აკადემია გაიხსნება.