პროექტის - „გასტრონომიული ცოდნის ბანაკი“ - დასკვნითი შეხვედრა

9 თებერვალი 2023

 

8 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში, პროექტ „გასტრონომიული ცოდნის ბანაკის“ დასკვნითი შეხვედრა გაიმართა.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ასევე ბასკეთის კულინარიული ცენტრის პროფესორი - გორკა არიზკორეტა, გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციას ბორდის თავმჯდომარე - თამრიკო სიხარულიძე.

 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს და შეაფასეს პროექტის შედეგები, განხორციელებული აქტივობები, ასევე ისაუბრეს სამომავლო პარტნიორობაზე და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე. 

 

პროექტს - „გასტრონომიული ცოდნის ბანაკი“ - კავკასიის უნივერსიტეტი USAID-ის პროგრამასთან - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ - თანამშრომლობის ფარგლებში, ბასკეთის კულინარიის ცენტრისა და გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობით ახორციელებდა.

 

აღნიშნული პროექტი 2022 წლის ზაფხულში დაიწყო და სამ ეტაპად წარიმართა. მასში მონაწილეობა 32-მა მოქმედმა მზარეულმა, მოყვარულმა თუ გასტრონომიით დაინტერესებულმა ადამიანმა მიიღო.