4 და 5 თებერვალს, პროექტის „გასტრონომიული ცოდნის ბანაკის“ ფარგლებში, მესამე მიღების მონაწილეებისთვის ტრენინგები ჩატარდა, რომელსაც პროექტის პირველ ნაკადში შერჩეული საუკეთესო შეფ-მზარეულებიდან ერთ-ერთი შეფი უძღვებოდა.
აღნიშნულ ტრენინგებს კავკასიის უნივერსიტეტი USAID-ის პროგრამასთან - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“- თანამშრომლობის ფარგლებში, ბასკეთის კულინარიის ცენტრისა და გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს.
ტრენინგები ერთი მიმართულებით ჩატარდა - კრეატიულობა და სერვირება, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები გაეცნენ კრეატიულობის იმ მთავარ ინსტრუმენტებს, რომლებიც გამოიყენება რესტორნებსა და ზოგადად კვების ბიზნესში კერძების ვიზუალური მხარის გაუმჯობესებისთვის.
აღნიშნული მიმართულებით ტრენინგებს ატარებდა შეფი: ანა იშხანოვა.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტს ბასკეთის კულინარიის ცენტრთან აქვს სტრატეგიული ურთიერთთანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც 2024 წელს, კახეთში, კერძოდ გურჯაანში, კავკასიის გასტრონომიის აკადემია გაიხსნება.