|
15-16 იანვარს, კავკასიის უნივერსიტეტში, ერაზმუს+ ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტის - „აკადემიური კეთილისინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (INTEGRITY) „ ფარგლებში, გაიმართა ტრენინგი - „აკადემიური წერა: სწავლება და თანამედროვე ტენდენციები." ტრენერებმა აკადემიური წერის ლექტორებთან ერთად განიხილეს აკადემიური წერის სილაბუსის ძირითადი კომპონენტები და სილაბუსისთვის აუცილებელი თემები, გარდა ამისა, მათ მიმოიხილეს პროგრამის (Moodle and Turn it in) გამოყენების დეტალები.
პროექტის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტი მსგავსი ტიპის ტრენინგებს ატარებს ყოველი სემესტრის დასაწყისში. ზემოაღნიშნული ტრენინგი კი რიგით მეორეა.
პროექტის მიზანია, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და სწავლების, შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. ასევე, პროექტი მიზნად ისახავს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, აღმოფხვრასა და პრევენციას საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.