ერაზმუს + პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა საპროექტო განაცხადების კონკურსი „სტრატეგიული პარტნიორობები კოვიდ-19 ით გამოწვეული ვითარების საპასუხოდ“. კონკურსი მოიაზრებს განაცხადების მიღებას ორი პროექტისათვის :
- ინოვაციური პრაქტიკა დიჯიტალურ ერაში;
- კომპეტენციის განვითარება და ინკლუზია ხელოვნებისა და შემოქმედებითი გზის მეშვეობით.
ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს შესაძლებლობა იყოს პროექტის კონსორციუმის წევრი/პარტნიორი. ხოლო, პროექტის კოორდინატორი/აპლიკანტი უნდა იყოს ორგანიზაცია ევროკავშირის ქვეყნებიდან, ჩრდ. მაკედონიიდან, თურქეთიდან, ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოდან, სერბეთიდან, ნორვეგიიდან, ისლანდიიდან ან ლიხტენშტეინიდან.
წარდგენილი საპროექტო განაცხადის ხანგრძლივობა უნდა იყოს 12-დან 24 თვემდე.
საპროექტო განაცხადის წარდგენის სურვილის შემთხვევაში, თუ გყავთ მოაზრებული პროექტის პარტნიორები, გთხოვთ, მოგვმართოთ საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტს, რათა უზრუნველვყოთ შემდგომი ეტაპების წარმართვაში თქვენი მხარდაჭერა.
განაცხადის წარდგენის დედლაინია 29 ოქტომბერი, 2020 წელი (ბრიუსელის დროით შუადღის 12 საათი).
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, იხილოთ დანართი ფაილი და ეწვიოთ ბმულს.
წარმატებას გისურვებთ!