პირველი ონლაინ სემინარი პროექტის Media Dialogue 2020 For Pluralism and Understanding ფარგლებში

2 სექტემბერი 2020

                                
31 აგვისტოს პროექტის Media Dialogue 2020 – for Pluralism und Understanding ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა ონლაინ სემინარი. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ორგანიზებულია ორგანიზაცია OK-TV Ludwigshafen - ის კოორდინირებით.

 

პროექტში მონაწილეობა მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვისა და მედია სკოლის სტუდენტებმა, თინათინ ბაქრაძემ, თორნიკე მეფარიშვილმა, ნინო ჩხეიძემ, ქეთევან მაჭარაშვილმა და მარიამ შარაშიძემ.

 

სემინარი მოიცავდა დისკუსიებსა და პრეზენტაციებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა, მედია სისტემები და მედიასთან მიმართებაში ფართოდ გავრცელებული მიდგომები, პანდემიური კრიზისის დროს მედიასა და ზოგადად საზოგადოებაში არსებული გამოწვევები და ა.შ. პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ უკრაინაში, სომხეთსა და მოლდავაში არსებული ვითარებისა და სოციალური მოვლენების შესახებ ესაუბრათ.

 

მედია დიალოგის მიზანია გააერთიანოს პროფესიონალი ჟურნალისტები, აკადემიური სივრცის წარმომადგენლები, ხელოვანები და სტუდენტები, როგორც მომავალი აქტორები, დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობის თვალსაზრისით.

 

პროექტის ფარგლებში შემდგომი ონლაინ სემინარი გაიმართება 10 სექტემბერს.