ჟან მონეს მოდულის პროექტის - მედიაწიგნიერების ევროპული მოდელების ინტეგრირება ქართულ აკადემიურ სფეროში (EUMLGE) ფარგლებში, 2024 წლის თებერვლიდან ოქტომბრამდე შეხვედრები გაიმართა სკოლის პედაგოგებთან გორის კერძო სკოლა თამარიონში, გორის რაიონის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლაში, თბილისის კერძო სკოლა ქორალში, სოფელ ზუბის საჯარო სკოლასა და თბილისის ოთხი სკოლის პედაგოგებთან ფონდ თბილისის მოზარდთა სახლში.
შეხვედრების დროს პროექტის ავტორმა - გიორგი ჯოლოგუამ მონაწილე პედაგოგებს გააცნო მედიაწიგნიერების კომპეტენციის სასკოლო განათლებაში ინტეგრირების ევროპული მიდგომების გამოცდილება.
პროექტის განმავლობაში დაგეგმილი შეხვედრების მიზანია საქართველოს სკოლების მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლება მედიაწიგნიერების მნიშვნელობისა და მისი სასკოლო განათლებაში ინტეგრირების ევროპული მოდელების შესახებ.