კონკურსი პროექტის „Media Dialogue 2020 for Pluralism and Understanding” ფარგლებში

17 სექტემბერი 2020

 

გაცნობებთ, რომ კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს მონაწილეთა მიღებას პროექტისათვის „Media Dialogue 2020 for Pluralism and Understanding”, რომლის ფარგლებშიც სამუშაო შეხვედრები ჩატარდება 19-23 ოქტომბერს გერმანიაში, ბერლინში. მოგვიანებით განხორციელდება პროექტის შემდგომი ეტაპები სომხეთსა და უკრაინაში.

 

კონკურსი განკუთვნილია კავკასიის მედია სკოლისა და სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტებისა და ლექტორებისათვის. შერჩეული მონაწილეები იმუშავებენ (ბლოგის, დებატების, ვიდეო/აუდიო) ჯგუფებში, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, მედია თავისუფლება და დემოკრატია პროექტში მონაწილე ქვეყნებში.

 

პროექტის Media Dialogue 2020 – for Pluralism und Understanding მიზანია გააერთიანოს პროფესიონალი ჟურნალისტები, აკადემიური სივრცის წარმომადგენლები, ხელოვანები და სტუდენტები, როგორც მომავალი აქტორები, დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობის თვალსაზრისით.

 

პროექტი დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ორგანიზებულია  კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორი გერმანული ორგანიზაციის OK-TV Ludwigshafen ხელმძღვანელობით. პროექტში მონაწილეობას იღებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ორგანიზაციები, ჟურნალისტთა ასოციაციები, უნივერსიტეტები და ა.შ. გერმანიიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან, მოლდოვადან და სომხეთიდან.

 

შერჩეული მონაწილეებისათვის პროექტის ფარგლებში ყველა ტიპის ხარჯი (საცხოვრებელი, ავიაბილეთი, შეხვედრებში მონაწილეობა და ა.შ) დაფარული იქნება პროექტის ბიუჯეტიდან. 

 

მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.

 

განაცხადების მიღების დედლაინია 30 სექტემბერი, 2020 წელი.

 

შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტს.

 

წარმატებას გისურვებთ!