მეორე ონლაინ სემინარი პროექტის Media Dialogue 2021 for Conflict Sensitivity and Research ფარგლებში

28 ოქტომბერი 2021

27 ოქტომბერს, პროექტის Media Dialogue 2021 for Conflict Sensitivity and Research ფარგლებში გაიმართა მეორე ონლაინ სემინარი თემაზე მიმდინარე (მედია) სიტუაცია მოლდოვასა და უკრაინაში.

 

პროექტის მიზანია პროფესიონალ ჟურნალისტებთან, აკადემიური სივრცის წარმომადგენლებთან დაა სტუდენტებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაძლიერების გზით დემოკრატიული საზოგადოებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

 

სპიკერებმა, მოლდოვასა და უკრაინაში არსებული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ორგანიზაციებისა და ჟურნალისტთა ასოციაციებიდან ისაუბრეს მედიის,  მათ შორის, პროპაგანდისა და ყალბი ახალი ამბების როლზე პოსტ საარჩევნო პოლიტიკურ და  კონფლიქტურ სიტუციაციებზე.

 

ონლაინ სემინარის დასკვნითი ნაწილი იყო ინტერაქციული, მონაწილეებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან შესაძლებლობა ჰქონდათ გაეზიარებინათ მოსაზრებები არსებული კონფლიქტისა და  დემოკრატიის ხელშეწყობის მედიის როლზე. სემინარში მონაწილეობა მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვისა და მედია სკოლის სტუდენტებმა.

 

პროექტი დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ორგანიზებულია  კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორი გერმანული ორგანიზაციის OK-TV Ludwigshafen ხელმძღვანელობით. პროექტში მონაწილეობას იღებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ორგანიზაციები, ჟურნალისტთა ასოციაციები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და ა.შ. გერმანიიდან, საქართველოდან, უკრაინიდან, ბელარუსიიდან, მოლდოვადან და სომხეთიდან.