ონლაინ ტრენინგი თემაზე “უნივერსიტეტისა და ინდუსტრიის თანამშრომლობა - საქართველოს მაგალითების განხილვა”

15 დეკემბერი 2020

15 დეკემბერს, ერაზმუს+ ინსტიტუციონალური განვითარების პროექტის „A Global Network for Agricultural Sciences and Viniviticulture: Internationalizing through Joint Programmes (Vita Global ) ფარგლებში, ჩატარდა ონლაინ ტრენინგი და ვორკშოპი თემაზე “უნივერსიტეტისა და ინდუსტრიის თანამშრომლობა - საქართველოს მაგალითების განხილვა”.

 

პროექტის ონლაინ ვორკშოპში მონაწილეობა მიიღო კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის ლექტორმა, დარია ხოლოდილინამ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ღვინის ტურიზმის  სექტორზე. თავის გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა, თუ რა მნიშვნელოვანი როლი აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ღვინის ტურიზმის განვითარებაში.

 

ღონისძიება ფოკუსირდა უნივერსიტეტებისა და ინდუსტრიის თანამშრომლობის გაძლიერების სტრატეგიებზე. ვორკშოპში ჩართულნი იყვნენ პროექტის პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა შესაბამისი სფეროს ექსპერტები, რომელთაც ისაუბრეს თავიანთი გამოცდილებისა და გავრცელებული მიდგომების შესახებ ვიტიკულტურასთან (ღვინის კულტურა) დაკავშირებით.

 

პროექტის მიზანია, შექმნას გეოგრაფიულად მრავალფეროვანი საგანმანათლებლო დაწესებულებების გლობალური სისტემა, განავითაროს თითოეული ინსტიტუციის აკადემიური პროგრამები, რომლებიც, თავის მხრივ, უზრუნელყოფს კვებისა და ღვინის ინდუსტრიის ლოკალურ დონეზე ხელშეწყობას.

 

საქართველოდან პროექტის პარტნიორია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.