20-21 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ირენა მელუა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორი, აკაკი კაპანაძე, მონაწილეობდნენ Erasmus+-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტ Re-Direction-ის „Redefining Higher Education in a Digital Context, while Promoting a Common, Inclusive and Sustainable Framework based on EU Best Practices and Policy Recommendations“ პარტნიორთა შეხვედრაში.
ღონისძიებას უმასპინძლა კარლსრუეს საერთაშორისო უნივერსიტეტმა, გერმანიაში.
შეხვედრის გახსნის ცერემონია გაიმართა ქალაქის საბჭოში, სადაც დამსწრეებს სიტყვით მიმართეს კარლსრუეს მერმა, კარლსრუეს საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზიდენტმა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია შუხოშვილმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს, უკრაინის, გერმანიისა და საბერძნეთის პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში, კონსორციუმის წევრებმა განიხილეს პროექტის მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები, ევროკომისიაში შუალედური ანგარიშის წარდგენის პროცედურები და ვადები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
“პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მიუხედავად ამისა, აქ არსებული ხედვები და აზრები მხოლოდ ავტორ(ებ)ის მიერ არის გამოთქმული და შესაძლოა, არ დაემთხვეს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) ხედვებსა და აზრებს. არც ევროკავშირი და არც ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვებსა და აზრებზე.”
პროექტის ვებ-გვერდი.
პროექტის ფეისბუქის გვერდი.
პროექტის LinkedIn გვერდი.
პროეტსი X გვერდი.