ჟან მონეს მოდულის მესამე წლის ანგარიში

28 ივლისი 2025

2025 წლის, 23 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს სხდომაზე, მოსმენილ იქნა ჟან მონეს მოდულის „სამართლის პროგრამების ევროპეიზაცია საქართველოში“ შესრულების მესამე წლის (სექტემბერი, 2024 - ივლისი, 2025) ანგარიში. (2023 წლის 8 სექტემბერსა და 2024 წლის 2 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში, მმართველი საბჭოს სხდომაზე, მოსმენილ იქნა ჟან მონეს მოდულის შესრულების პირველი წლისა (2022-2023) და მეორე წლის (2023-2024) ანგარიშები).

 

მოდულის შესრულების მესამე წლის ანგარიში წარადგინა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა და ჟან მონეს პროფესორმა გურანდა ჭელიძემ. ანგარიში მოამზადა ჟან მონეს მოდულის ხელმძღვანელმა და ჟან მონეს პროფესორმა  ეკატერინე ქარდავამ.

 

მოდულის მესამე წლის ანგარიშში, ტრადიციულად, ხაზი გაესვა და შეჯამდა შემდეგი ძირითადი აქტივობები:

 

  • ევროკავშირის შესახებ სწავლება (სრული კურსი) სამართლის სამაგისტრო პროგრამასა და ევროკავშირის შესახებ სწავლება (მინი-ლექციები) სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე - სულ 70 საათი, რომელსაც დაესწრო 225 სტუდენტი.
  • ტრენინგი აკადემიური პერსონალისთვის - როგორ ვასწავლოთ ევროკავშირი, სულ 16 საათი. ტრენინგს დაესწრო პროექტით გათვალისწინებული 19 პირის ნაცვლად, - 63.
  • ერასმუს+ პოპულარიზების ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება და მოდულის შესახებ გამოცდილების გაზიარება საქართველოს სხვა უნივერსიტეტებისთვის. ეს ღონისძიება განხორციელდა ერასმუს+ ეროვნული ოფისის ეგიდით.
  • სასწავლო სახელმძღვანელოს შექმნა და გამოქვეყნება - „როგორ ვასწავლოთ ევროკავშირი“.
  • სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება „იკვლიე ევროკავშირი საქართველოსთვის“. შეირჩა 19 თემა. მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორებმა და სტუდენტებმა.
  • სამეცნიერო კონფერენციის ანოტაციების წიგნის გამოცემა.
  • სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებისთვის ელექტრონული სერთიფიკატების გაცემა.
  • სტუდენტების გამოკითხვების ანალიზი;
  • ბიუჯეტის განკარგვა;
  • მუდმივი საინფორმაციო კომუნიკაცია და დისემინაცია;
  • მონიტორინგი და ანგარიშგება.

 

მოდულის მესამე წლის ანგარიშს მოუსმინა კავკასიის უნივერსიტეტის მმართველმა საბჭომ. მმართველ საბჭოში შედიან კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, სხვადასხვა სკოლების დეკანები, სტრქუტურული ერთეულების (დეპარტამენტების) ხელმძღვანელები.