ტრენინგი - „კურსის განხორციელებისა და სწავლების მეთოდები ციფრული განათლებისთვის“

18 თებერვალი 2026

2026 წლის, 26 იანვრიდან, 6 თებერვლის ჩათვლით, Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (Capacity Building in Higher Education) მიერ დაფინანსებული პროექტის - PRODIGE (Promoting Quality Digital Education in Georgia) - ფარგლებში გაიმართა ტრენინგი T3.3 თემაზე: „კურსის განხორციელებისა და სწავლების მეთოდები ციფრული განათლებისთვის“.

 

ტრენინგის მიზანი იყო პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებისთვის ციფრული, სიმულაციაზე დაფუძნებული და პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლების ინოვაციური მიდგომების გაცნობა და მათი ეფექტიანი დანერგვის ხელშეწყობა სასწავლო პროცესში.

 

კავკასიის უნივერსიტეტიდან ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სამმა აკადემიურმა პერსონალმა, რომლებმაც დასკვნით შეხვედრაზე წარადგინეს პრეზენტაცია.

 

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზენტაცია დაეთმო 12-დღიან სიმულაციაზე დაფუძნებულ ბიზნესკომუნიკაციის კურსს, რომლის მიზანია სტუდენტებში პროფესიული კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და კრიზისის მართვის უნარების განვითარება რეალისტური ბიზნესსიმულაციების გამოყენებით.

 

ტრენინგი მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო აკადემიური გამოცდილების გაზიარებისა და ხარისხის განვითარებისათვის. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა კავკასიის უნივერსიტეტის ერთგულება ციფრული ტრანსფორმაციის, სწავლების ინოვაციისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო თანამშრომლობის მიმართულებით.