ტრენინგი მარკეტინგსა და ბრენდინგში

6 დეკემბერი 2019

კავკასიის უნივერსიტეტმა 4-6 დეკემბერს უმასპინძლა მაასტრიხის მენეჯმენტის სკოლის პროფესორის, ოლივერ ოლსონის მიერ გამართულ ტრენინგს მარკეტინგისა და ბრენდინგის შესახებ. აღნიშნული პროექტი, “Build the Knowledge based on Agri Tourism at the Caucasus University in Tbilisi” ხორციელდება „Nuffic”(Netherlands University Foundation for International Cooperation)- ის ფარგლებში.

 

ტრენინგი მიზნად ისახავდა, კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის აკადემიური პერსონალის კომპეტეციის გაზრდას მარკეტინგისა და ბრენდინგის მიმართულებით.

 

ტრენინგის განმავლობაში ოლივერ ოლსონმა მიმოიხილა მარკეტინგის თეორიული ასპექტები აგრო და სასოფლო ტურიზმის ჭრილში. მონაწილეებმა გააანალიზეს აგრო და სასოფლო ტურიზმს შორის მარკეტინგული განსხვავებები და განსაზღვრეს სოციალური მედიის მნიშვნელობა. მონაწილეებს ტრენინგის ფარგლებში შესაძლებლობა ჰქონდათ, განეხილათ კონკრეტული კვლევები და მაგალითები და ამასთანავე, გაცნობოდნენ საერთაშორისო ტურიზმის ინდუსტრიის სტრუქტურას, როგორც სისტემას.

 

მათ ასევე მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ აქტივობებში, როგორებიცაა, დისკუსიები, ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობა. მათ მიიღეს კონკრეტული რეკომენდაციები და პერსპექტივები, თუ რა მიმართულებით შეიძლება განავითარონ თავიანთი ტურისტული კომპანიები და რა ასპექტებზე გაამახვილონ ლექტორებმა ყურადღება სწავლების პროცესში.

 

პროექტის მესამე ეტაპი განხორციელდება 9 დეკემბერს კავკასიის უნივერსიტეტში და დაეთმობა ტურ-ოპერატორებისა დატურისტული სააგენტოების წარმომომადგენელთა დატრენინგებას მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების კუთხით.