გაცნობებთ, რომ იწყება კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების შერჩევა Erasmus+ პროექტში - “Acquiring Transversal Competences through Virtual Voyages” (101193593) - ვირტუალურ გაცვლის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის საერთაშორისო და ინტერკულტურულ გარემოში ვირტუალური სწავლების გამოცდილების შექმნას პლატფორმა thevoyage.eu-ის საშუალებით. პროგრამა აერთიანებს სტუდენტებს რუმინეთიდან, იტალიიდან, თურქეთიდან, საქართველოდან, მოლდოვიდან, უკრაინიდან და სომხეთიდან, რაც მათ საშუალებას აძლევს ონლაინ სივრცეში ითანამშრომლონ, გაცვალონ გამოცდილება და იმუშაონ მრავალფეროვან, საერთაშორისო გუნდებში.
პროექტის ფარგლებში სტუდენტები განივითარებენ შემდეგ კომპეტენციებს:
- კარიერული დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების უნარებს;
- „Learning to Learn“ კომპეტენციას;
- კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და სხვა soft skills-ს;
- ინტერკულტურულ და ციფრულ უნარებს, თანამედროვე საერთაშორისო გარემოში მუშაობის პრაქტიკასთან ერთად.
პროგრამა შედგება როგორც სინქრონული, ისე ასინქრონული აქტივობებისგან:
- ასინქრონული ნაწილი განხორციელდება პლატფორმა thevoyage.eu-ის მეშვეობით, სადაც სტუდენტები დამოუკიდებლად იმუშავებენ სასწავლო მასალებზე, შეასრულებენ დავალებებს და მოახდენენ საკუთარი სწავლის პროცესის რეფლექსიას;
- სინქრონული ნაწილი მოიცავს ყოველკვირეულ ონლაინ სესიებს (დაახლოებით 5 საათი კვირაში, 6 - 10 კვირის განმავლობაში, სავარაუდო პერიოდი: ივნისი–დეკემბერი, 2026), სადაც გაიმართება ლექციები, პრეზენტაციები, დისკუსიები, დებატები და ინტერკულტურული დიალოგის სესიები.
პროგრამაში მონაწილეობა სრულიად უფასოა და სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას:
- მიიღონ საერთაშორისო და პრაქტიკული სასწავლო გამოცდილება;
- განივითარონ კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები;
- გააძლიერონ ინტერკულტურული ცნობიერება და ევროპული თანამშრომლობის გამოცდილება;
- გახდნენ მრავალფეროვანი საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელის ნაწილი.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ Youthpass სერტიფიკატს - ევროპულ აღიარების ინსტრუმენტს, რომელიც ადასტურებს როგორც მონაწილეობას, ისე მიღებულ ტრანსვერსალურ უნარებს და ხელს უწყობს დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა 21 მისის ჩათვლით.
