გლობალური მეწარმეობის მონიტორი

 

 

 

 

 

გლობალური მეწარმეობის მონიტორი (GEM)

 

გლობალური მეწარმეობის მონიტორი მეწარმეობის უდიდესი კვლევაა. 1999 წლიდან, მონიტორი აგროვებს, აანალიზებს და განმარტავს სამეწარმეო საქმიანობის შესახებ არსებულ მონაცემებს, ინდივიდთა მისწრაფებებსა და დამოკიდებულებას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში. მონიტორი იძლევა მაღალი ხარისხის ინფორმაციას, აქვეყნებს მასშტაბურ კვლევებსა და საინტერესო ამბებს, რაც ხელს უწყობს მეწარმეობის, როგორც ფენომენის, უკეთეს გააზრებას, მაგრამ ის ამაზე გაცილებით მეტიცაა. ის აერთიანებს იმ ადამიანებს, რომლებსაც მეწარმეობის ტრანსფორმაციული სარგებლისა სწამთ.

 

კავკასიის ბიზნესის სკოლა სამხრეთ კავკასიის GIZ კერძო სექტორის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით გახდა გლობალური მეწარმეობის მონიტორის კონსორციუმის წევრი - ქართული ეროვნული გუნდის სახით.

 

2014 წელს კავკასიის უნივერსიტეტმა შექმნა საქართველოს გლობალური მეწარმეობის მონიტორინგის ანგარიში. დოკუმენტში მოცემულია უნიკალური ინფორმაცია, რომელიც სხვა წყაროებში ხელმისაწვდომი არ არის. განსახილველი დოკუმენტი გლობალური მეწარმეობის პირველი ანგარიშია, რომელიც დეტალურად შეისწავლის საქართველოს და მეწარმეობის როლს ეროვნული ეკონომიკის ზრდაში და მის უნიკალურ მახასიათებლებს ქართულ რეალობაში.

 

საქართველოს მუდმივი მონაწილეობა მეწარმეობის მონიტორინგში საშუალებას მისცემს ქვეყანას დაადგინოს სამეწარმეო ქცევაში მიმდინარე ცვლილებები და პოლიტიკის შემუშავებისას გაითვალისწინოს ადგილობრივი სამეწარმეო საქმიანობის საჭიროებები და ტენდენციები. საჯარო დისკუსიები ამ პოლიტიკის შესახებ გაზრდის ინფორმირებულობას მეწარმეობის შესახებ, რაც წარამოადგენს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და ზრდის ერთ-ერთ საფუძველს.