მედია განათლების პროგრამა

 

                                                                                                                                     

 

აშშ-ის საელჩო საქართველოში

The U.S. Embassy in Georgia

 

„კავკასიის მედია სკოლა მედია განათლებისთვის“

 “CSM for Youth Media Literacy”

 

 

მთავარი მიზანი:

 

პროექტის მიზანია საქრთველოში დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობა ახალგაზრდებს შორის მედია განათლების ამაღლების მიზნით.

 

პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობა:

 

პროექტის 75 მონაწილე თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან დაესწრებიან ქვეყნის წამყვანი ჟურნალისტებისა და მედია განათლების სპეციალისტების მიერ ჩატარებულ ტრეინინგებს.

პროექტი დაეხმარება ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს გამოიმუშონ უნარები შემდეგ სფეროებში:

  • როგორ განასხვაონ პროპაგანდა და ინფორმაცია
  • როგორ ჩაებან სოციალურ ქსელებში
  • როგორ არიდონ თავი მცდარ (ფეიკები) ამბებს სოციალურ მედიაში
  • ინსტრუმენტები საეჭვო ფაქტების შესამოწმებლად
  • პროპაგანდისა და კიბერ ომის გავრცელების მეთოდების ცოდნა.

 

მოსალოდნელი შედეგები:

 

  • შევხვდებით სკოლის მოწაფეებს და ავუხსნით, როგორ იყვნენ კრიტიკულები მედია კონტენტის მიმართ;
  • თითოეულ მონაწილეს ექნება მუდმივი ონლაინ პლატფორმა, რომლის გამოყენებასაც ისწავლიან ტრეინიგის დროს და მის შემდეგ;
  • ჩვენი ბენეფიციარებისგან შევქმნით „ფეისბუქ“ საზოგადოებას - „მედია სკოლის კლუბს“, რომელსაც დავაკავშირებთ მედია სკოლის სტუდენტებთან, რომლებიც ყოველთვის აქტიურები და პროდუქტიულები არიან. კლუბში წევრები ერთმანეთს გაუზიარებენ იდეებს, გააკრიტიკებენ მედია კონტენტს.

   

პროექტის დაწყებისა და დასრულების დრო: 01.10.2018-30.04.2018

 

გრანტის მფლობელიკავკასიის უნივერსიტეტი, საქართველო