“CUnicorn”-ის მეხუთე კვირის აქტივობები

5 ივნისი 2023

CU-ში ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა Cunicorn-ის მეხუთე კვირის აქტივობები გაიმართა. პროგრამის მონაწილეები გაეცნენ ბაზრის კვლევის და ბრენდინგის ძირითად პრინციპებს.

 

მეხუთე კვირის აქტივობებს “Mygallery”-ის დამფუძნებელი, კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) კურსდამთავრებული, ლექტორი და პროგრამის მენტორი მარი დათიშვილი გაუძღვა. CUnicorn-ის მონაწილეებს, ასევე, საკუთარი გამოცდილება გაუზიარა მოწვეულმა სტუმარმა - Helio.AI-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა და United Payment-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ იაკო ჯიქიამ.