CU-ში ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა Cunicorn - ის მეექვსე კვირის აქტივობები გაიმართა. პროგრამის მონაწილეები გაეცნენ აზროვნების დიზაინის, ციფრული პროტოტიპის შექმნისა და განვითარების ძირითად პრინციპებს.
მეექვსე კვირის აქტივობებს ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის მენეჯერი, კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი და პროგრამის მენტორი - ირაკლი სვანიძე გაუძღვა. CUnicorn-ის მონაწილეებს ასევე აზროვნების დიზაინის, ციფრული პროტოტიპის შექმნისა და განვითარების მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარა მოწვეულმა სტუმარმა - „ქლევერტონის“ თანადამფუძნებელმა და CEO-მ, ლაშა მიქიაშვილმა.