გაცნობებთ, რომ აშშ-ის საელჩო საქართველოში აცხადებს კონკურსს ქართველი მკვლევარებისათვის ფულბრაიტის ყოველწლიური სტიპენდიის (2022-2023) მოსაპოვებლად.
სასტიპენდიო პროგრამა შექმნილია უმცროსი და უფროსი მკვლევარებისთვის, უნივერსიტის ლექტორებისა და საქართველოს აკადემიური ინსტიტუტების ექსპერტებისთვის. შეჩეულ მონაწილეს შესაძლებლობა ექნება, ჩაატაროს პოსტსადოქტორო კვლევა, ლექცია ან კომბინირებულად განახორციელოს კვლევითი და სწავლების კომპონენტები აშშ-ში სამიდან ექვს თვემდე პერიოდის განმავლობაში.
სავალდებულოა, რომ კანდიდატი ამჟამად აფილირებული იყოს საქართველოში არსებულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებასთან ან/და კვლევით ინსტიტუტთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აპლიკანტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე
- აპლიკანტი უნდა ფლობდეს დოქტორის ხარისხს ან ევროპის/აშშ-ს უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს
- აპლიკანტი უნდა ფლობდეს ინგლისური ენის ვერბალურ და წერილობით უნარებს
- აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს J-1 ვიზის მოთხოვნებს, რაც გულისხმობს, რომ საგრანტო პერიოდის დასრულების შემდეგ მას ექნება საქართველოში დაბრუნებისა და 2-წლიანი ცხოვრების ვალდებულება
- აპლიკანტმა უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება
დაინტერესებულმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა და ატვირთონ შემდეგი დოკუმენტები:
- საპროექტო განაცხადი აშშ-ში კვლევის ან სწავლებისთვის
- რეზიუმე
- მხარდაჭერის წერილი გამგზავნი უნივერსიტეტიდან (home institution)
- სამი სარეკომენდაციო წერილი
- ბიბლიოგრაფია (კვლევითი განაცხადი)
- სალექციო კურსის სილაბუსი
- მოწვევა აშშ-ს ინსტიტუტიდან (არასავალდებულო აპლიკაციის დახურვამდე)
- დოქტორის ან (ევროპის/აშშ-ის უნივერსიტეტის) მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი
- პასპორტის ასლი
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 15 ნოემბერი, 18:00 საათი (საქართველოს დროით).
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიეთ ვებ-გვერდს
გისურვებთ წარმატებას!