გაცნობებთ, რომ ბერლინის სამხარეო პარლამენტი, ახალგაზრდა მეცნიერებისთვის აცხადებს კონკურსს, 2019-2020 აკადემიური წლისთვის, სასწავლო/კვლევითი სტიპენდიის მოსაპოვებლად.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს.
საჭირო დოკუმენტაცია:
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა ბიომეტრიულ ფოტოსთან ერთად
- კვლევითი პროექტის მოკლე მონახაზი
- სამოტივაციო წერილი
- ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორთან ან კვლევითი ცენტრის წარმომადგენელთან არსებული თანამშრომლობის დამადასტურებელი დოკუმენტი
- 2 სარეკომენდაციო წერილი
- არსებული დიპლომ(ებ)ისა და ნიშნების ფურცელის ასლი
სტიპენდიის ოდენობა შეადგენს თვეში 1 100 ევროს.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2018 წლის 15 დეკემბერი.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ პროგრამის ოფიციალურ ვებგვერდს, ან მიმართოთ კოორდინატორს ელექტრონულ მისამართზე: bastip@zedat.fu-be