კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს აკადემიური პერსონალისთვის, 2019 წლის შემოდგომის სემესტრში, თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში (Aristotle University of Thessaloniki), Erasmus + ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას.
Erasmus + ის გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრულია Erasmus+ ის სახელმძღვანელოსა და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.
პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების მიზნით, პერსონალის მობილობა არის ერთ კვირიანი (მოიცავს 5 სამუშაო დღეს, თუმცა უნივერსიტეტმა შეიძლება შემოგვთავაზოს გაზრდილი მობილობის დღეები) და მოიცავს სავალდებულო 8 სალექციო საათს.
განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ:
- სრულ განაკვეთზე დასაქმებულ აკადემიურ პერსონალს (ბრძანება/გრძელვადიანი კონტრაქტი), რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება ან
- კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მყოფ აკადემიურ პერსონალს, რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება;
ამ განაცხადის მიზნებისათვის, 2019 წლის შემოდგომის სემესტრში, თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ აკადემიურ მიმართულებებზე: Law, Economics, Political Sciences, Journalism and Mass Communication, Psychology.
მობილობის დაგეგმვა შესაძლებელია მხოლოდ მოცემულ შუალედში: 23 სექტემბრიდან- 13 დეკემბრამდე, 2019.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე:
- საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
- EUROPASS CV
- ესე, რომელიც უნდა ასახავდეს: კავკასიის უნივერსიტეტში მუშაობის გამოცდილებას; ინფორმაციას პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რომელშიც აპლიკანტს მონაწილეობა მიუღია კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად ან როგორც კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენელს;
- 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან (დეკანი\აკადემიური პროგრამის ხელმძღვანელი).
არ განიხილება განაცხადები, რომლებიც:
- იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
- იქება დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი.
კანდიდატებს განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2019 წლის 12 ივნისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge
კანდიდატმა ელ.ფოსტის სათაურში უნდა მიუთითოს შერჩეული უნივერსიტეტის დასახელება, რომელზეც აკეთებს განაცხადს. თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული.
შერჩევის პროცედურა:
- წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
- საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის მიერ შერჩეული კანდიდატების ნომინირება თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის ონლაინ ბაზაში;
- ნომინირების შემდგომ, შერჩეულ კანდიდატებთან კომუნიკაცია და თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის სააპლიკაციო პროცედურების შესახებ დამატებით ინფორმაციის მიწოდება;
- შერჩეული აკადემიური პერსონალის მიერ მიმღები უნივერსიტეტის სააპლიკაციო ფორმის შევსება და საჭირო დოკუმენტების ატვირთვა (Mobility Agreement, CV, A letter of Support - რომელსაც მიმღები უნივერსიტეტის რელევანტური ფაკულტეტის კოორდინატორი გასცემს);
- აკადემიური პერსონალის საბოლოო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25.
გისურვებთ წარმატებებს!