გაცნობებთ, რომ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2018 წლის საგრანტო კონკურსს.
კონკურსის აბრევიატურა:
MG
კონკურსის მიზანი:
ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად, გაძლიერდეს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეეწყოს მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში ინტეგრაციასა და თანამშრომლობას, მეცნიერების განვითარებასა და პოპულარიზაციას, ახალი კადრების მეცნიერებაში მოზიდვასა და ახალგაზრდა მეცნიერთა კვალიფიკაციის ამაღლებას. აგრეთვე, სამეცნიერო შრომების საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში დაბეჭდვის ხელშეწყობა.
საპროექტო განაცხადი ტიპი:
- ინდივიდუალური (მობილობა)
- ინსტიტუციური (საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებები)
კონკურსის ძირითადი პირობები:
საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსება გაიცემა ორ ლოტში:
- პირველი ლოტი - მოკლევადიანი ინდივიდუალური ვიზიტი საზღვარგარეთ სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობისათვის (მობილობა)
- მეორე ლოტი - საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების ორგანიზება
მობილობისათვის
ერთი პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტი: 2 000 დოლარის ეკვივალენტი ლარში
პროექტის განხორციელების პერიოდი: 2018 წლის 1 სექტემბერი – 2019 წლის 28 თებერვალი
საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების ორგანიზებისათვის
ერთი პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს:
- საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზებისთვის 45 000 ლარს;
- სეზონური სკოლის ორგანიზებისთვის 45 000 ლარს;
- კომბინირებული ღონისძიების (კონფერენცია და სეზონური სკოლა ერთად) ორგანიზებისთვის 60 000 ლარს.
- პროექტის განხორციელების პერიოდი: 2018 წლის 1 სექტემბერი – 2019 წლის 30 სექტემბერი
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი
კონკურსის განრიგი და ვადები:
- 2018 წლის 11 აპრილი - კონკურსის გამოცხადება
ჯგუფური კონსულტაციები:
- 18 მაისი, 16:00 საათი ფონდის საკონფერენციო დარბაზი - (რეგისტრაციის ფორმა)
- 29 მაისი, 16:00 საათი ფონდის საკონფერენციო დარბაზი - (რეგისტრაციის ფორმა)
- 31 მაისი - ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა
- 15 მაისიდან 5 ივნისის 16:00 სთ-მდე - ელექტრონული რეგისტრაციის ვადები GMUS-ში
- 6 ივნისი, 16:00 საათი - ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
- ივნისი - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან შესაბამისობის დადგენა (ტექნიკური ექსპერტიზა)
- ივლისი - კონკურსის პირობების დაცვით რეგისტრირებული პროექტების შეფასება და გამარჯვებულთა გამოვლენა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება
- აგვისტო - კონკურსის შედეგების გამოქვეყნება
რეკომენდებულია, პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის დაწყებამდე პროექტში ჩართული ფიზიკური და იურიდიული პირები დარეგისტრირდნენ გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS).
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის №96/ნ ბრძანება
- დირექტორის ბრძანება (2018 წლის 11 აპრილის N43 ბრძანებით)
- კონკურსის პირობები
- შეფასების კრიტერიუმები
- სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი (GEO/ENG)
- ბიუჯეტის კლასიფიკატორი (საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებისთვის)
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის N 220 ბრძანება
- ხშირად დასმული კითხვები
პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები
მობილობის გრანტისთვის
- პროექტის თავფურცელი (ნიმუში) - დანართი 2
- საპროექტო წინადადება დანართი 3 (GEO/ENG)
- მკვლევრის პროფესიული ბიოგრაფია (ნიმუში) - დანართი 4
- ცნობა თანადაფინანსების შესახებ (დანართი 5) - (GEO/ENG)
საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების გრანტისთვის
პროექტის თავფურცელი (ნიმუში) - დანართი 7
საპროექტო წინადადება - დანართი 8 (GEO/ENG)
მკვლევრის პროფესიული ბიოგრაფია (ნიმუში) - დანართი 4
პროექტში ჩართული უცხო ქვეყნის მოქალაქის თანხმობის წერილი პროექტში მონაწილეობაზე - Letter of Personal Commitment (დანართი 9)
პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკის - დანართი 10 (GEO/ENG)
პროექტის ბიუჯეტი - დანართი 11 - ნიმუში (GEO/ENG)
ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 12 (GEO/ENG)
მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
- პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებასს, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს
- ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები
- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით mg@rustaveli.org,ge 31/05/2018 - ის ჩათვლით. კითხვებზე პასუხის განახლებული დოკუმენტი აიტვირთება და განახლდება ყოველ პარასკევს, კონკურსის ბოლო ვადამდე.
კოორდინატორები: თორნიკე სხირტლაძე; ხათუნა არაბული; ანა ფოლოდაშვილი.
კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ კონკურსის კოორდინატორს ელექტრონულ მისამართზე:
გისურვებთ წარმატებას!