ავსტრიის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა - ERNST MACH

8 მარტი 2019

ავსტრიის მეცნიერებისა და კვლევის სამინისტრო, ბიზნესის სკოლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის აცხადებს ERNST MACH-ის გაცვლით სასტიპენდიო კონკურსზე განაცხადების მიღებას ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (FH JOANNEUM University of Applied Sciences, Austria) სასწავლებლად.

 

მობილობა შესაძლებელია 2019 წლის შემდგომის ან 2020 წლის გაზაფხულის სემესტრში.

 

კონკურსი დაყოფილია ორ ეტაპად:

 

  • I ეტაპზე, კავკასიის უნივერსიტეტის მიერ მოხდება 6 სტუდენტის შერჩევა და ნომინირება ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში, 2019 წლის 10 თებერვლამდე. შერჩეულ კანდიდატებს ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტიდან ეგზავნებათ ჩარიცხვის წერილი (acceptance letter), რის საფუძველზეც ისინი მონაწილეობას იღებენ კონკურსში.
  • მეორე ეტაპი გულისხმობს სტუდენტის მიერ საკონკურსო განაცხადის შეტანას ERNST MACH-ის სასტიპენდიო პროგრამაზე 2019 წლის 1 მარტამდე.

 

ERNST MACH-ის გაცვლით სასტიპენდიო კონკურსში მონაწილე სტუდენტთა შერჩევისა და შერჩეული კანდიდატების ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში ნომინირებისათვის, კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აქტიურმა სტუდენტებმა, შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე:

 

  • პირადობის მოწმობის / პასპორტის ასლი
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
  • EUROPASS CV (იხ.დანართი #2) (იხ.დანართი #3)
  • უცხო ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (IELTS – 6.0\TOEFL-78)
  • ნიშნების ფურცელი;
  • სამოტივაციო წერილი (სამოტივაციო წერილი უნდა პასუხობდეს შემდეგ კითხვებს: Why do you want to study in Austria? Why have you chosen this university of applied sciences? What exactly do you want to do during your study period in Austria? Which courses do you want to attend? Are your planned studies related to your planned future career? Prior studying history (duration and grades).
  • 2 სარეკომენდაციო წერილი (რეკომენდატორი უნდა იყოს ლექტორი/დეკანი/ პროგრამის დირექოტრი). სარეკომენდაციო წერილი უნდა მოიცავდეს სტუდენტის სახელს, გვარს და წარმოაჩენდეს მის აკადემიურ დახასიათებას, უნდა იყოს წარმოდგენილი ლექტორის ხელმოწერით, დათარიღებული და უნივერსიტეტის ბეჭდით დამოწმებული.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ:

 

  • საბაკალავრო პროგრამის პირველი და დამამთავრებელი ეტაპის სტუდენტებს;
  • სამაგისტრო პროგრამის მეორე ეტაპის მეორე სემესტრის სტუდენტებს;

 

არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადებირომლებიც:

  • არ აკმაყოფილებენ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და კავკასიის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს;
  • წარმოდგენილი განაცხადები იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
  • დაგვიანებით, არასრულყოფილად ან ეტაპობრივად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.

 

კანდიდატებს განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2019 წლის თებერვლის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ir@cu.edu.ge   

 

კანდიდატებმა ელ.ფოსტის სათაურში უნდა მიუთითონ გრანტის დასახელება (ERNST MACH), წარმოდგენილი დოკუმენტები უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული.

 

შერჩევის პროცედურა:

 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია.
  • კომისიის მიერ მოხდება შერჩეული კანდიდატების ნომინირება;
  • შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
  • სტუდენტების საბოლო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ და ჩარიცხვის წერილის გამოგზავნა.
  • კონკურსის მეორე ეტაპთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს ERNST MACH კონკურსზე განაცხადის შეტანას, კანდიდატებს დამატებით დაუკავშირდება საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტი.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25.