იაპონიის მთავრობის 2023 წლის სასტიპენდიო პროგრამა

29 აპრილი 2022

 

გაცნობებთ, რომ 2023 წლის იაპონიის მთავრობის (MEXT) სტიპენდიის პროგრამის ფარგლებშიიაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერების და ტექნოლოგიის სამინისტრო აცხადებს სტიპენდიებს მკვლევარის პროგრამისთვის 2023-2025 აკადემიური წლისთვისკონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მაგისტრანტებს, დოქტორანტებსა და მკვლევარებს.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმაარაუგვიანეს 24 ივნისისა, საქართველოში იაპონიის საელჩოს უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტები:

 

  1. სააპლიკაციო ფორმა;
  2. განცხადება სასურველი უნივერსიტეტების შესახებ;
  3. სწავლების სფეროსა და კვლევის გეგმა;
  4. ნიშნების ფურცელი (ყველა გავლილი სემესტრის);
  5. დიპლომი (უმაღლესი აკადემიური ხარისხის);
  6. სარეკომენდაციო წერილი უნივერსიტეტიდან;
  7. სამედიცინო ცნობა;
  8. თეზისის აბსტრაქტი (მისაღებია საბაკალავრო/სამაგისტრო ნაშრომის აბსტრაქტები);
  9. ინგლისური ან იაპონური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის ფლობის შემთხვევაში);
  10. ამჟამინდელი დამსაქმებლის  სარეკომენდაციო წერილი (მხოლოდ დასაქმებული კანდიდატებისთვის).

 

პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ იხილოთ დანართი საინსტრუქციო სახელმძღვანელო.

 

დამატებითი ინფორმაცია და ყველა სააპლიკაციო ფორმა აგრეთვე ხელმისაწვდომია ბმულზე.

 

კონსულტაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოში იაპონიის საელჩოს კულტურის განყოფილებას:

 

ტელ: +995-32-2752111
ელ-ფოსტაculture@tb.mofa.go.jp

 

გისურვებთ წარმატებას!