გაცნობებთ, რომ გრენობლის მენეჯმენტის სკოლა, საფრანგეთი, გრენობლი (Grenoble Ecole De Management) აცხადებს მაგისტრატურის სტუდენტებისათვის მიღებას სასერტიფიკატო პროგრამაზე- "Innovation, Design Thinking and Intrapreneurship".
პროგრამა შედგება 3 ინტენსიური მოდულისგან, სტუნდეტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ როგოც ყველა, ისე თითოეულ მოდულზე ცალ-ცალკე.
პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები:
- მაგისტრატურის/ბიზნესის ადმინისტირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი;
- სულ მცირე სამ წლიანი მუშაობის გამოცდილება;
- ინგლუსური ენის სრულყოფილი ცოდნა;
ტრენინგ-მოდულები განხორციელდება შემდეგი თანმიმდევრობით:
- 3-7 ივნისი, 2019- ინოვაციური მმართველობა;
- 10-14 ივნისი, 2019- მეწარმეობა და შიდა-გარე ინოვაცია;
- 17-21 ივნისი, 2019-ინოვაციური დაგეგმვა;
პროგრამის ღირებულება:
- სამივე მოდულში მონაწილეობა- 4500 ევრო;
- ორ მოდულში მონაწილეობა- 3450 ევრო;
- ერთ მოდულში მონაწილეობა - 2100 ევრო.
პროგრამის ღირებულება მოიცავს:
- ბიზნეს კურსებს (ინდივიდუალური და ჯგუფური სამუშაოები, სიმულაციები)
- კომპანიებში ვიზიტი, მოწვეული მომხსენებლების ლექციები;
- სოციალური აქტივობები: მიღების/დამშვიდობების სადილი, ღვინის დეგუსტაცია, ფრანგული სამზარეულოს მასტერ-კლასები.
პროგრამის ღირებულება არ მოიცავს:
- საცხოვრებელს გრენობლში;
- დაზღვევა;
- მგზავრობა;
- კვება;
პროგრამის დასრულების შემდგომ, თითოეული მოდულისთვის სტუდენტი მიიღებს 2 US ან 4 ECTS კრედიტს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ ეწვიოთ პროგრამის ოფიციალურ ვებგვერდს და შეავსოთ ელექტრონული განაცხადის ფორმა.
განაცხადის შეტანის ბოლო ვადა: 29 მარტი, 2019;
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ვებინარში, რომელიც გაიმართება 5 თებერვალს, 18:00 საათზე (ფრანგული დროით).
გისურვებთ წარმატებას!